• თერმოსტატი
    • აღწერა
    • ინსტალაცია
    • მახასიათებლები
    • ქვაბთან თავსებადობა
    • მხარდაჭერა
    • ინსტალაციის ინსტრუქცია
    • კითხვა-პასუხი
    • საგარანტიო პირობები
  • მაღაზია
  • კომპანია
    • ჩვენს შესახებ
    • იურიდიული ინფორმაცია
    • კონფიდენციალურობა
    • სამომხმარებლო შეთანხმება
  • კონტაქტი
    • ქართული
    • English

MOSTAT-ი შედგება ორი კომპონენტისგან, მართვის ბლოკი, რომელიც მონტაჟდება გათბობის ქვაბში და ოთახის სენსორი(თერმომეტრი), რომელიც ზომავს ოთახის ტემპერატურას და ტენიანობას.

ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს უკავშირდება უსადენო
Wi-Fi ინტერნეტით. ინსტალაციის დროს არ საჭიროებს დამატებითი სადენების გაყვანას. ოთახის სენსორის დენის წყარო არის ორი ცალი АА ტიპის ელემენტი.

ინსტალაციის დაახლოებითი დრო 15-20 წუთი.

თუ გსურთ ნახოთ მომხმარებლის პირადი კაბინეტის დემო ვერსია გადადით შემდეგ ბმულზე:


თავსებადობის შემოწმება სადემონსტრაციო სისტემა ყიდვა

ინსტალაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი იწერს მობილურის აპლიკაციას, გადის რეგისტრაციას და იწყებს გათბობის ქვაბის მართვას.

MOSTAT-ის მეშვეობით თქვენ მოახდენთ გათბობის სისტემის მუშაობის განრიგის ოპტიმიზაციას, მეტი დანაზოგის მისაღწევათ - საოფისე ფართის შემთხვევაში გაზის მოხმარება მცირდება 50%-მდე, ხოლო საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 16%-დან 39%-მდე.

იმისათვის, რომ ინსტალაცია შესრულდეს ხარისხიანად საჭიროა ნახოთ MOSTAT-ის თავსებადობა თქვენს გათბობის ქვაბთან და ასევე Wi-Fi სიგნალის სიმძლავრე.

თავსებადობის შემოწმება

მთავარი მოთხოვნები

ცენტრალური გათბობის ქვაბი

უსადენო Wi-Fi ინტერნეტი

მონტაჟის სქემა

ამ სქემის მიხედვით, MOSTAT-ის მართვის ბლოკი ჩამონტაჟებულია თქვენს გათბობის ქვაბში (A ნიშნით). ხოლო ეს უკანასკნელი მიერთებულია უსადენო Wi-Fi ქსელით თქვენი სახლის ინტერნეტთან და ხდება მუდმივი კავშირი ჩვენს Unit Cloud™ სერვერებთან.

ასევე, MOSTAT-ის ოთახის გადამცემი (M ნიშნით) მიერთებულია უსადენო Wi-Fi ქსელით თქვენი სახლის ინტერნეტთან. ამ კავშირით ხდება კომუნიკაცია გათბობის ქვაბსა და ოთახის ტემპერატურის გადამცემს შორის.

თერმოსტატიდან მიღებული და გაგზავნილი ყველა მონაცემი დაშიფრულია Unit Cloud™ ოქმით. MOSTAT-იდან მიღებული მონაცემები 15 წამის ინტერვალით ინახება და მუშავდება ჩვენს სერვერებზე.


  • ვიდეო დახმარება (ინსტალაცია)
  • ინსტალაციის ინსტრუქციის ჩამოტვირთვა

თავსებადობის შემოწმება ყიდვა

ოთახის ტემპერატურის გადამცემის რეკომენდირებული ადგილმდებარეობა

იმისათვის, რომ ხელი არ შეუშალოს ოთახის ტემპერატურის გადამცემს ტემპერატურის სწორად აღქმაზე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • ოთახის სენსორის რეკომენდირებული ადგილმდებარეობა არის საცხოვრებელი ფართის მისაღები ოთახი, იქ სადაც ოჯახის წევრები ატარებთ ყველაზე მეტ დროს.
  • მიამაგრეთ იატაკიდან 120 - 150 სანტიმეტრზე, როგორც ეს სურათშია ნაჩვენები.
  • კარის და ფანჯრის მოშორებით 2 - 3 მეტრი.
  • მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს.
  • მოარიდეთ გათბობის ბატარიებს, ასევე ნებისმიერ ობიექტს, რომელიც გამოყოფს სითბოს.

თავსებადობის შემოწმება ყიდვა

მახასიათებლები

დიზაინი

  • უკანა ლედ სანათი (მულტიფუნქციური)
  • დამუშავებული ხე (აკაცია)

ზომები

  • ოთახის სენსორი (83.5mm x 26.5mm)
  • მართვის ბლოკი (82mm x 53mm)

კომუნიკაცია

  • უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi 802.11b/g/n @ 2.4GHz, 5GHz 802.15.4 @ 2.4GH)
  • ოთახის სენსორი და მართვის ბლოკი ერთმანეთან Wi-Fi-ს მეშვეობით ამყარებენ კავშირს
  • სხვა თერმოსტატებისგან განსხვავებით არ საჭიროებს დამატებით რუტერს, ორივე მოდული სახლის უსადენო ინტერნეტს იყენებს

სენსორები

  • ტემპერატურის სენსორი (-40°C დან +120°C)
  • ტემპერატურის მგრძნობელობა (+/- 0.01°C)
  • ტენიანობის სენსორი (0 დან 100 %RH)
  • ტენიანობის მგრძნობელობა (+/- 0.04 %RH)

კვების წყარო

  • ოთახის სენსორი (2ც AA ტიპის ელემენტი. მომსახურების ვადა 1 წელი)
  • მართვის ბლოკი (კვება გათბობის ქვაბიდან)

თავსებადობა

  • აუცილებელი მოთხოვნა - უსადენო Wi-Fi ინტერნეტი
  • თავსებადია საქართველოში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბების 90%-ზე
  • თავსებადობის შემოწმება

აპლიკაცია

  • თერმოსტატის მართვა აპლიკაციიდან Ios, Android, Web (Safari, Chrome, Firefox)
  • ოთახის სენსორთან ურთიერთქმედება ხდება მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით
  • რამოდენიმე მოწყობილობიდან ერთდროულად მართვა

გარანტია

  • გარანტია 2 წელი
  • საგარანტიო პირობები

ინსტალაცია

  • ინსტალაციის დრო, 15-20 წუთი
  • არ საჭიროებს კედლების ხვრეტას
  • თქვენ მარტივად შეძლებთ თერმოსტატის მონტაჟს

კომპლექტაცია

  • 1ც ოთახის ტემპერატურის გადამცემი
  • 1ც მართვის ბლოკი
  • 2ც AA ტიპის ელემენტი
  • 1ც გარე-ანტენა
  • 1ც გარე ტემპერატურის სენსორი
  • 1ც კვების კაბელი A ტიპის
  • 1ც კვების კაბელი B ტიპის
  • 2ც სჭვალი ოთახის გადამცემის მისამაგრებლად
  • ინსტალაციის ინსტრუქცია
Alien Logo Mostat Logo

ტექნოლოგიური კომპანია დაფუძნებული საქართველოში. რომლის მიზანიც არის, შეიმუშაოს და განავითაროს მაღალი ტექნოლოგიური პროდუქცია.

თერმოსტატი

  • პროდუქტი
  • მახასიათებლები
  • კითხვა-პასუხი
  • საგარანტიო პირობები

მხარდაჭერა

  • გადმოწერა
  • დეველოპერებისთვის

კომპანია

  • ჩვენს შესახებ
  • საიტის რუკა
  • იურიდიული ინფორმაცია
  • კონფიდენციალურობა
  • სამომხმარებლო შეთანხმება

ენა

  • ინგლისური

  • Mostat on Apple App Store
  • Mostat on Google Play

Alien Green LLC. ყველა უფლება დაცულია.